“მოლაპარაკებების ხანგრძლივი, დიპლომატიური პროცესი უნდა დაწყებულიყო და ზელენსკიმ ამაზე თქვა უარი” – ლუკა ეხვაია
“მოლაპარაკებების ხანგრძლივი, დიპლომატიური პროცესი უნდა დაწყებულიყო და ზელენსკიმ ამაზე თქვა უარი. დღეს უკვე ვნახეთ ლონდონში, ამის გარშემო შემოიკრიბა ევროპული ალიანსი”, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსმა მეცნიერ-მკვლევარმა, ექსპერტმა ლუკა ეხვაიამ განაცხადა.
ამასთან, ეხვაიამ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე ისაუბრა.
„რაც მთავარია, შეთანხმება აქ იქნებოდა პირველი ნაბიჯი. მგონი, ამაზე არ ღირს ჩაციკვლა, რადგან მოლაპარაკებების ხანგრძლივი, დიპლომატიური პროცესი უნდა დაწყებულიყო და ზელენსკიმ ამაზე თქვა უარი. დღეს უკვე ვნახეთ ლონდონში – ამის გარშემო შემოიკრიბა ევროპული ალიანსი.
ალტერნატივა იყო ორი – ერთი, რომ კომპრომისული ნაბიჯები გადადგმულიყო მშვიდობისკენ და ამისკენ მოუწოდებდა მთელი ამერიკის ადმინისტრაცია და მეორე გზაა, რასაც ამბობს კაია კალასი.
კაია კალასი ერთგვარი პერსონიფიკაციაა იმისა, თუ რა განწყობები არსებობს დღეს ევროკავშირში. პირველი, კაია კალასი ამბობს, რომ თურმე, დღეს არის დრო, როდესაც აშშ და რუსეთი იწყებენ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს და რომ პუტინის წინააღმდეგ შეიქმნას ტრიბუნალი. ასევე, არის მომენტი, როდესაც ევროპამ უნდა აიღოს ლიდერობა და არა აშშ-მა და იქვე ამატებს სრულიად შოკის მომგვრელ წამოცდენას, რომ თუ დღეს არ დაამარცხებენ რუსეთს, როგორ უნდა დავამარცხოთ ხვალ ჩინეთი.
აქ ჩანს მათი რეალური განწყობები, რომ ეს არის ერთგვარი ძალა. რომელიც ომს უჭერს მხარს და მათი ერთგვარი ეგზისტენციალური საკითხია, რომ ომი გახანგრძლივდეს“, – აღნიშნა ეხვაიამ.