ვახტანგ ჩოჩია: ის პირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ ჩაიდენენ კონკრეტულ ძირგამომთხრელ საქმიანობას, პასუხისგებაში იქნებიან მიცემულები

,,ის პირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ ჩაიდენენ კონკრეტულ ძირგამომთხრელ საქმიანობას, პასუხისგებაში იქნებიან მიცემულები”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნებას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, აღნიშნული მუხლის აღდგენა დამნაშავეების დასჯისთვის მნიშვნელოვანია.

„ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ ეს მუხლი ამოღებული იყო 2007 წელს, ერთი წლით ადრე, სანამ საქართველოში დაიწყებოდა ომი. ეს არ შეიძლება იყოს უბრალოდ დამთხვევა, ეს იყო გამიზნულად გაკეთებული, თუმცა ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ეს მუხლი აღდგეს და ის პირები, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა ჩოჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები