უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან და ჯეი დი ვენსთან კამათის შემდეგ თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვა.
როგორც CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, მხარეებს შორის იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა გაუქმდა.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ზელენსკის და ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა.