მიხეილ ყაველაშვილი: სტიქიისგან დაზღვეული არავინ არ არის, მთავარია, შემდეგ როგორ რეაგირებ; კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არცერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი

„სტიქიისგან დაზღვეული არავინ არ არის, მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ. კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არცერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი”, – ამის შესახებ ქობულეთში მყოფმა, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„აჭარაში სიტუაცია ბევრად უკეთესია, ამინდმაც შეუწყო ხელი და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი თითქმის 100 პროცენტით აღდგენილი იქნება. დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ასევე, ელექტროენერგიის მხრივ თითქმის 80-90% აღდგენილია ქობულეთის რაიონში. დარჩენილი ასევე, რამდენიმე ლოკაცია, სადაც საჭიროებს ელექტროენერგიას.

სტიქიისგან დაზღვეული არავინ არ არის. მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აჭარაში კოორდინაციის თემა არის ძალიან მაღალ დონეზე. ასევე, მინდა გამოვყო უწყებები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჩემთან ერთად ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი. ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს მაშველებს, ასევე, თავდაცვის ძალების სამხედროებს, რომლებიც დღესაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. აჭარა არ საჭიროებს მათ დახმარებას მაგრამ გურიაში და იმერეთში ალბათ იქნება საჭიროება.

კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არცერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი. აჭარაში ეს მაღალ დონეზე არის. მუშაობს ხელი ხაზი. ყველასთან მყარდება კომუნიკაცია“.

როცა სტიქია მძვინვარებს ქვეყანაში, ეს დაახლოებით ანალოგიურია, როცა ომია და ასეთ შემთხვევაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას ასეთ სიტუაციაში.

როცა ადამიანები მით უმეტეს პოლიტიკოსი, რომ ჰქვია და ჩემი წინამორბედი, რომელიც გამოდის და ჯერ ახალი დაწყებული სტიქიიდან იძახის, რომ ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს, პირდაპირ ზიანს აყენებს ქვეყანას, ეს არის მიუღებელი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები