ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციას არჩევნები თუ აინტერესებს, ხუთ-ექვს თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა

„ოპოზიციას არჩევნები თუ აინტერესებს, ხუთ-ექვს თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება და მიიღონ მონაწილეობა, აჩვენონ, რა რეიტინგი აქვთ,“ – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, სინამდვილეში, ოპოზიციის მიზანია, ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება.

„ოპოზიციამ არჩევნები ვერ შეირგო. აქედან გამომდინარე, სურთ, რომ ქვეყანაში რაღაცნაირად გადატრიალება მოახდინონ, საარჩევნო პროცესი ჩაშალონ და მათთვის „სასურველი“ არჩევნები ჩაატარონ, რაც არცერთ შემთხვევაში არ შედგება. არჩევნები თუ აინტერესებთ, ხუთ-ექვს თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება და მიიღონ მონაწილეობა. თვითმმართველობის არჩევნებში აჩვენონ, რა რეიტინგი და საშუალებები აქვთ. სინამდვილეში, მათ არჩევნები კი არ აინტერესებთ, ერთი მიზანი აქვთ, რამენაირად მოხდეს გადატრიალება, რომელსაც შემდეგ ფიქტიური არჩევნებით გააფორმებენ. საქართველოში ასეთი სცენარი უკვე რამდენჯერმე გვაქვს ნანახი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები