მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს, რომლებსაც დონალდ ტრამპთან ექნებათ წვდომა, თეთრი სახლი განსაზღვრავს

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აპირებენ, თავად განსაზღვრონ ის მედიასაშუალებები და ჟურნალისტები, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტთან უშუალო წვდომა ექნებათ,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

„ამ ადმინისტრაციის პირობებში, თეთრი სახლის პრესის გუნდი თავად განსაზღვრავს, ვინ ისარგებლებს პრივილეგირებული და შეზღუდული წვდომით ისეთ სივრცეებში, როგორიცაა პრეზიდენტის თვითმფრინავი და ოვალური კაბინეტი“, – განაცხადა ლევიტმა ბრიფინგზე.

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ დაანონსებული ცვლილებები ძირს უთხრის თავისუფალი პრესის დამოუკიდებლობას.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს სიახლის შესახებ იმ ფონზე აცნობა, როდესაც პრეზიდენტის ღონისძიებებზე დასწრება უკვე აუკრძალეს სააგენტო „ესოშიეთიდ პრესს“. სააგენტომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და აკრედიტაციის აღდგენას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები