ერდოღანის თქმით, უკრაინა აუცილებლად უნდა ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა მონაწილეობდეს ნებისმიერ მოლაპარაკებაში ომის დასასრულებლად.

“თუ გვინდა მივიღოთ შედეგი ახალი პროცესიდან, უკრაინა უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და ეს ომი უნდა შეწყდეს ორმხრივი მოლაპარაკებებით“,- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანი გასულ კვირას შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, გუშინ კი ანკარაში მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

ერდოღანმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ.

“ჩვენ მივესალმებით ბატონი ტრამპის სურვილს, დაასრულოს ომი მოლაპარაკებების გზით. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არ უნდა გამოგვრჩეს. გზა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ შეიძლება გაიხსნას მხოლოდ გზით, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ყველა შესაბამისი მხარე”, – თქვა მან.

გასულ კვირას ერდოღანმა თქვა, რომ ანკარა აგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას პოტენციური “სამშვიდობო” მოლაპარაკებების ფონზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები