კირ სტარმერი: ბრიტანეთი მზადაა, რომ უკრაინაში ჯარები განათავსოს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გამოაცხადა, რომ მზადაა უკრაინაში ქვეყნის ჯარები განათავსოს, თუ ეს დაეხმარება ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აღსრულებას,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მედიის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მან პირდაპირ განაცხადა, რომ განიხილავს ბრიტანელი სამშვიდობოების განლაგებას უკრაინაში.

“ჩვენ მზად ვართ, შევიტანოთ წვლილი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე საკუთარი ჯარების განთავსებით. მე ღრმად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომელიც მოჰყვება ბრიტანელი სამხედროების პოტენციურ საფრთხეს.

ასევე, ბრიტანეთს შეუძლია, უნიკალური როლი ითამაშოს, როგორც ხიდი ევროპასა და აშშ-ს შორის, უკრაინის სამშვიდობო პროცესში”,- განაცხადა სტარმერმა.

მან ასევე მოუწოდა მოკავშირეებს, საჯაროდ დაუჭირონ მხარი უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების შექმნის იდეას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები