“შეუძლებელია ნუგეშის სიტყვების პოვნა ასეთი ტრაგედიის დროს – ბათუმში დაღუპულ ორ მცირეწლოვანს გლოვობს მთელი საქართველო” – კახა კალაძე
თბილისის მერი, კახა კალაძე ბათუმში ორი მცირეწლოვნის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“შეუძლებელია ნუგეშის სიტყვების პოვნა ასეთი ტრაგედიის დროს – ბათუმში დაღუპულ ორ მცირეწლოვანს გლოვობს მთელი საქართველო. თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებს, ახლობლებს, ბათუმელებს!”, – წერს კალაძე.