“რეგიონული განვითარებისთვის მიმდინარე წელს დაახლოებით 725 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და ეს მოიცავს სხვადასხვა სამუშაოს, რომელიც მუნიციპალური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია” – ქადაგიშვილი
“რეგიონული განვითარებისთვის მიმდინარე წელს დაახლოებით 725 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და ეს მოიცავს სხვადასხვა სამუშაოს, რომელიც მუნიციპალური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან სამინისტროს საქმიანი და აქტიური კომუნიკაცია აქვს.
“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმდინარეობის პროცესი განვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარებისთვის მიმდინარე წელს დაახლოებით, 725 მილიონ ლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი და ეს მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურას, ბაღების და სკვერების მშენებლობა-მოწესრიგებას, წყლის პროექტებს, კულტურის სახლების კეთილმოწყობას და სხვადასხვა სამუშაოებს, რომლებიც მუნიციპალური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილეთ ის საკითხები და გამოწვევები, რომლებიც მუნიციპალიტეტების წინაშე ამ მიმართულებებით დგას. ეს შეეხება არა მარტო დაფინანსების გაზრდის საკითხს, არამედ საუბარია მართვის და ნორმატიული აქტების მიმართულებებზე, რათა პროცესი კიდევ უფრო მაღალ დონეზე წარიმართოს“, – განმარტა ქადაგიშვილმა.