ზურაბ ქადაგიძე: დანიამ თავდაცვის ხარჯები მას შემდეგ გაზარდა, რაც ტრამპმა გრენლანდიაზე პრეტენზია განაცხადა! ისე, ერთი ევროპარლამენტარი მაინც თუ გამოჩნდა, ვინც ტრამპის განცხადება გააკრიტიკა?!

“ასე ხდება, როდესაც საკუთარ სუვერენიტეტს სოროსის სინდიკატს გადასცემ და კორუფციაში ჩაფლული, ბრიუსელის იმედად მიატოვებ სახელმწიფო ინტერესებს, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვის – გრენლანდია შენ არაფერში გჭირდება და ჩემს “ბოსტანში” უნდა გადავრგოო,”- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დანია არქტიკის თავდაცვის ხარჯებს 2,1 მილიარდი დოლარით ზრდის, მას შემდეგ, რაც ტრამპმა პრეტენზია განაცხადა გრენლანდიაზე.

ქადაგიძის თქმით, საინტერესოა ერთი ევროპარლამენტარი მაინც თუ გამოჩნდა, ვინც ტრამპის აღნიშნული განცხადება გააკრიტიკა.

„ასე ხდება, როდესაც საკუთარ სუვერენიტეტს სოროსის სინდიკატს გადასცემ და კორუფციაში ჩაფლული, ბრიუსელის იმედად მიატოვებ სახელმწიფო ინტერესებს, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვის – გრენლანდია შენ არაფერში გჭირდება და ჩემს “ბოსტანში” უნდა გადავრგოო…

დანიამ თავდაცვის ხარჯები მას შემდეგ გაზარდა, რაც ტრამპმა გრენლანდიაზე პრეტენზია განაცხადა!

ისე, ერთი ევროპარლამენტარი მაინც თუ გამოჩნდა, ვინც ტრამპის განცხადება, გააკრიტიკა მაინც?!

ააა, არ სცალიათ, ჯერ მიშა სააკაშვილი ჰყავთ გასათავისუფლებელი და მერე, იზრუნებენ გრენლანდიაზე?!“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები