ვლადიმერ ბოჟაძე – „მთავარ არხზე“: რომელიმე მედიის დახურვის არანაირი ინტერესი არ გვაქვს

“რომელიმე მედიის დახურვის არანაირი ინტერესი არ გვაქვს”,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ „მთავარ არხზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტი არხი იქნება საზოგადოებისთვის უფრო უკეთესი იქნება.

„ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და პირიქით, რაც უფრო მეტი არხი იქნება უფრო უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის კარგად გაერკვეს სიმართლეში. როცა ოქუაშვილს წინ ჰქონდა მაგალითი რა უქნა „რუსთავი 2“- ს ნიკა გვარამიამ, არც უნდა ეფიქრა, რომ გვარამია გაეკარებოდა მის ტელევიზიას, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილება იყო. გახსოვთ, რომ ოქუაშვილს სამართლიანობა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ აღუდგინა, დაუბრუნა ის, რაც წაართვეს მას ჯერ კიდევ 2004 წელს: ტელევიზიები, შესაბამისი შენობა-ნაგებობები და ტყუილის გამავრცელებელი „მთავარი არხი“ პირდაპირ ამ შენობებში განათავსა და შედეგიც მიიღო“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც არხის მაუწყებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები