Coca-Cola-მ ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან პროდუქცია უკან გაიწვია

კომპანია Coca-Cola-მ ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან პროდუქცია უკან გაიწვია, რადგანაც მასში ქლორატის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა,- ამის შესახებ BBC იუწყება.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ პროდუქცია ბელგიიდან, ლუქსემბურგიდან და ნიდერლანდებიდან გაიწვიეს.

Coca-Cola-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხმარებლისთვის ზიანის ალბათობა მინიმალურია, მაგრამ, ამის მიუხედავად, გაზიანი სასმელების კომპანიამ აღნიშნული პარტიის უკან გაწვევა გადაწყვიტა.

ასევე კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლებისგან ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით საჩივრები არ შესულა.

„აუცილებელია დავფიქრდეთ, გვსურს თუ არა საკვებად გამოვიყენოთ ისეთი უალკოჰოლო სასმელები, რომლებიც შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ფეიერვერკებში და სადეზინფექციო საშუალებებში გამოიყენება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის დიეტოლოგმა, კერონ გრეზეტმა.

Coca-Cola-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროდუქციის ხარისხი და უსაფრთხოება კომპანიის პრიორიტეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები