ირაკლი მეზურნიშვილი: მოხარული ვარ, რომ დღეს უნგრეთში გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა – დარწმუნებული ვარ, ძალიან პროდუქტიული შეხვედრები გაიმართება

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენი მეგობრობა და ჩვენი შესაძლებლობა, ყველანაირი ინსტრუმენტი მეტი კომუნიკაციისთვის და მეტი ურთიერთობისთვის. ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა დღეს ევროპაში”, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოხარულია რომ უნგრეთში დიდი მხარდაჭერა აქვთ.

„სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ბოლო პერიოდის ტენდენცია არის, რომ გვექცევიან საკმაოდ უსამართლოდ. ამას ნამდვილად არ იმსახურებს საქართველო. მე მოხარული ვარ, რომ დღეს უნგრეთში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ეს იგრძნობა ჩამოსვლის პირველივე წუთიდან და დარწმუნებული ვარ ძალიან პროდუქტიული და ძალიან ეფექტიანი შეხვედრები გაიმართება“, – აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ცნობისთვის, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი დღეს ვიქტორ ორბანს შეხვდება, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე უნგრელ კოლეგას, ლასლო კოვერს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები