პატიმარმა, რომელიც ქუთაისის ციხეში 46-ე დღეა შიმშილობს, პირი ამოიკერა
პატიმარმა რუსლან პერტაიამ, რომელიც ქუთაისის საპატიმრო დაწესებულებაში 46 დღეა შიმშილობს, დღეს პირი ამოიკერა. ინფორმაციას. მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ავრცელებენ.
ნათესავების თქმით, პატიმარს ზუგდიდის სამმართველოს უფროსმა, ლევან ქარდავამ ერთი ტომარა თხილის ქურდობა დააბრალა და სცემა. დაკავებულის ოჯახი ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლების შესვლას მოითხოვენ.