ვირი პერი, რომელიც „შრეკის“ პერსონაჟის პროტოტიპი გახდა, აშშ-ში დაიღუპა

დაიღუპა ვირი სახელად პერი, რომელი მულტფილმ „შრეკის“ ვირის პერსონაჟის პროტოტიპი იყო. ცხოველი 30 წლის იყო.

Barron Park Donkey Project, რომელიც დაფუძნებულია კალიფორნიაში, პალო ალტოში, იუწყება, რომ პერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

„მწუხარებით ვაცხადებთ, რომ ჩვენი საყვარელი ვირი პერი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ჩვენი საზოგადოების საყვარელი წევრი იყო და ვიცით, რამდენი ადამიანი გლოვობს მის გარდაცვალებას“, – წერენ კომპანიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები