“ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მისამართით მოქმედებდა არაფორმალური სანქციები” – მაკა ბოჭორიშვილი

“ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მისამართით მოქმედებდა არაფორმალური სანქციები”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

“განცხადება, რომელიც გაკეთდა და ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, ადასტურებს იმას, რაზედაც არაერთხელ იყო საუბარი და მინიშნება რომ, რეალურად, ბიძინა ივანიშვილის მისამართით მოქმედებდა არაფორმალური სანქციები, რასაც უარყოფდნენ, თუმცა ახლა უკვე ცხადია, რომ ასე იყო და ასე არის, რომ არაფორმალური ზეწოლა ამ ადამიანზე ხორციელდებოდა არაფორმალური სანქციების ფორმით”, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები