გურამ მაჭარაშვილი – არჩევნები რამდენჯერაც არ უნდა ჩაატარონ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარდაჭერა არ აქვს, შესაბამისად, არჩევნებს ვერ მოიგებენ

არჩევნები რამდენჯერაც არ უნდა ჩაატარონ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარდაჭერა არ აქვს, შესაბამისად, არჩევნებს ვერ მოიგებენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლებას ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მიანიჭა, მათ შორის ევროპულმა ინსტიტუციებმა.

„ეუთო/ოდირის დასკვნა ამბობს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო. შესაბამისად, ისინი ხელისუფლებასთან სამომავლო თანამშრომლობას აპირებენ. არაერთი ქვეყანა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა. საქართველოში გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები და ასე შემდეგ. განსხვავებული მოსაზრება თუ აქვთ უცხოურ ძალებს, რომლებსაც საქართველოში მშვიდობა არ სურთ, ეს მათი პრობლემაა, მაგრამ საქართველოში ხელისუფლებას ლეგიტიმაცია მიანიჭა ქართველმა ხალხმა, მათ შორის ევროპულმა ინსტიტუციებმა. შესაბამისად, არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ არის. არჩევნები რამდენჯერაც არ უნდა ატარონ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარდაჭერა არ აქვს, შესაბამისად, არჩევნებს ვერ მოიგებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები