ეთიოპიაში ავტოკატასტროფის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა

ეთიოპიაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სიდამას რეგიონში, ავტოკატასტროფის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მგზავრებით სავსე სატვირთო მანქანა მდინარეში გადავარდა.

ავტოკატასტროფის შედეგად არიან დაშავებულებიც. მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მგზავრთა ნაწილი ქორწილის ცერემონიიდან ბრუნდებოდა. მანქანა გადატვირთული იყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად განიხილება.

გავრცელებული ინფორმაციით, ეთიოპიაში სასიკვდილო ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია, რადგან მართვის სტანდარტები ცუდია და ბევრი მანქანა არ არის გამართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები