ევროპარლამენტარი: სალომე ზურაბიშვილის გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა – ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა

“დემოკრატიის გამარჯვება ბრიუსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატის წინააღმდეგ საქართველოში”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი, ტიერი მარიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლის დატოვებას ეხმაურება.

„3/4-ით ცარიელი ევროპარლამენტის დარბაზის წინ მან [სალომე ზურაბიშვილმა] დაიფიცა, რომ არასდროს დატოვებდა თანამდებობას, რომლის ვადაც 29 დეკემბერს ამოიწურა. მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა“, – წერს მარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები