პაპუაშვილი – აშშ-ის სანქციებზე: ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ აჩვენებს, რომ იყო გარკვეული ჯგუფები, რომლებმაც თავის დროზე ეს ანგარიშები სხვადასხვა ბანკში გამოიყენეს, რათა ზეწოლა მოეხდინათ ბიძინა ივანიშვილზე
“ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ აჩვენებს, რომ იყო გარკვეული ჯგუფები, რომლებმაც თავის დროზე ეს ანგარიშები სხვადასხვა ბანკში გამოიყენეს, რათა ზეწოლა მოეხდინათ ბიძინა ივანიშვილზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის მიერ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.
“ეს დაიწყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და ჩვენგან ითხოვდნენ სანქციებს, ესკალაციას, მოხალისეების გაშვებას და ა.შ, ასე რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი თუ ინტერესის ჯგუფი იყო ამ საკითხში ჩართული. დღეს ამ გადაწყვეტილებით აღმოვაჩინეთ, რომ დიახაც, საკმაო გავლენა ჰქონია ოფიციალურ სტრუქტურებსაც ამ თანხების მოძრაობაზე”, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.