მდინარაძე – ოპოზიციაზე: თუკი რამე ქართულს და ეროვნულს გავაკეთებთ, ყველაფერს აუცილებლად დაარქმევენ რუსულს

“არანაირი საფუძველი არ აქვს მათ ფეიკ-კამპანიებს იმიტომ, რომ დავიზეპირეთ, თუკი რამე ქართულს და ეროვნულს გავაკეთებთ, ყველაფერს აუცილებლად დაარქმევენ რუსულს. მათ ტრენდში რომ ჩავჯდე, უნდა მოგესალმოთ და დილა მშვიდობის არასდროს იქნება “დობროე უტრო”, ასეთი სისულელეები უნდა ილაპარაკო. ამას ვინც იჯერებს, ქართულ საზოგადოებასაც მისი არ სჯერა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას არ სჯერა იმ ადამიანებისაც, რომლებიც “ნაცებთან” ერთად ძალადობას აპროტესტებენ. შეიძლება, ძალიან გულწრფელი იყო, ვიღაცამ დაგაჯერა, საბრძოლველია, რომ მაიმუნს “ობეზიანა” არ ერქვას, ჩელიაბინსკში რომ არ გაიღვიძო, ნერვიულობ გულწრფელად, რუსთაველზე ებრძვი რუსეთს, მაგრამ, ამავე დროს, უნდა გაითავისოს ყველამ, რომ ისინი დგანან ნაცმოძრაობის სხვადასხვა კლასტერთან ერთად და აპროტესტებენ ძალადობას”, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები