„ქართულ ოცნებას“ მმართველობის 12 წლის მანძილზე რუსეთის სასარგებლოდ არაფერი არ გაუკეთებია” – მაკა ბოჭორიშვილი
“ვერავინ ვერ იპოვის ერთ მაგალითს იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი მმართველობის 12 წლის მანძილზე რუსეთის სასარგებლოდ რამე გაეკეთებინოს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა Euronews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 12 წელი იმყოფება. ვერავინ ვერ იპოვის ისეთ რაღაცას, რომ ამ მთავრობას 12 წლის მანძილზე რუსეთის სასარგებლოდ რამე გაეკეთებინა. მაგრამ დღეს ძალიან პოპულარულია სამყაროს დაყოფა თეთრად და შავად. თუ ვინმეს სურს ვიღაცაზე მარტივად ნეგატიური წარმოდგენა შექმნას, ადვილია თქმა იმისა, რომ პრორუსი, ან პროპუტინისტია“, – თქვა ბოჭორიშვილმა.