ხულოს მერიის ჯანდაცვის პროგრამებით 4 847-მა ბენეფიციარმა ისარგებლა
მიმდინარე წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით 4 847-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
“მოქმედებს 18 ქვეპროგრამა. ბიუჯეტი შეადგენს 2 330 885 ლარს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.