ხულოელი MMA-ის მებრძოლი, წარმატებით აგრძელებს კარიერას
ხულოელმა სპორტსმენმა, დიმიტრი ბოლქვაძემ, ბოლო 15 დღის განმავლობაში 2 პროფესიონალური ბრძოლა ჩაატარა სხვადასხვა წონით კატეგორიაში და ორივე გამარჯვებით დაასრულა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
,,სპორტსმენს თავის კარიერაში სულ ჩატარებული აქვს 11 შეხვედრა და აქედან 9 ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
დიმიტრის მიზანია, უახლოეს პერიოდში ბრძოლა გამართოს მსოფლიო MMA-ის ყველაზე ძლიერ ორგანიზაცია – UFC-ში.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს დიმიტრი ბოლქვაძეს მიღწეულ შედეგებს და წარმატებებს უსურვებს მომავალში!”,- ნათქვამია ინფორმაციაში.