“სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში უტყუარი მტკიცებულებაა, რომ საქართველო იყო, არის და დარჩება დასავლეთის ერთგული პარტნიორი, მათ შორის, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილმა ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშის შესახებ ისაუბრა.
“ანგარიშში ბევრი საკითხია მიმოხილული, რომელიც არა მხოლოდ, ზოგადად, ტერორიზმთან ბრძოლას ეხება, არამედ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, კანონის უზენაესობის საკითხებს. ყველა მიმართულებით საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. სხვათა შორის, ეს ანგარიში არის ძალიან კარგი გამოძახილი ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის ანგარიშის, რომელიც ასევე საუბრობს საზღვრის მართვის საკითხებზე, არალეგალურ მიგრაციაზე, მიგრანტებთან დაკავშირებულ დანაშაულზე და სხვა.
აბსოლუტურად ერთი ერთში იმეორებს აშშ-ის ანგარიშს, ევროკავშირისა და ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის ანგარიშის დებულებებსაც. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ ოპონენტების მხრიდან ცარიელ პოლიტიკურ განცხადებებს როდესაც ვისმენთ, მეორე მხრივ, არის კონკრეტული მიმართულებები უსაფრთხოების, მშვიდობის, ეკონომიკის განვითარების მხრივ, სადაც მნიშვნელოვან საკითხებში საქართველო საქმეზე ორიენტირებულად, მშვიდად, წყნარად თანამშრომლობს ამერიკის თუ ევროკავშირის ქვეყნებთან იმ საერთო ინტერესებისთვის, რაც არის მშვიდობა, უსაფრთხოება ორივე ქვეყნისთვის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.