ნინო წილოსანი: „ნაცების მინისტრთა კაბინეტი“ გვებრძვის
„წერილში, რომელშიც ნაცების სტილში დამახინჯებულია ფაქტები და რეალობა, ითხოვენ:
1. ევროკავშირმა არ აღიაროს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება
2. სანქციების დაწესებას ივანიშვილისთვის და კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის
3. სახელმწიფოს წარმომადგენელი თანამდებობის პირებისთვის დიპლომატიური ვიზების გაუქმებას და მათ იზოლაციას”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
“ამ ყველაფრის საპირწონედ ითხოვენ ენჯეოებისა და ოპოზიციის ხელში ინსტრუმენტად ქცეული მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას
არ გაინტერესებთ ვინ აწერს ხელს?!
სერგი კაპანაძე -2016-2020 წლებში პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან;
შოთა უტიაშვილი – ვანო მერაბიშვილის დროს შსს-ს მაღალჩინოსანი;
თამარ კინწურაშვილი – 2005- 2008 წლებში ნაცების დანიშნული საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ეკატერინე ტყეშელაშვილი – ნაცების მრავალ ნამინისტრალი, მათ შორის 2008 წელს საგარეო საქმეთა მინისტრი;
თემურ იაკობაშვილი – 2008-2010 წლებში დავით ბაქრაძის დანიშნული რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და ა.შ.
მოკლედ, „ნაცების მინისტრთა კაბინეტი“ გვებრძვის”, – წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, კაია კალასს ერთობლივი წერილით მიმართავს. მესამე სექტორის წარმომადგენლები 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში სიტყვით გამოსვლას ითხოვენ. წერილს X-ზე “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს მთავარი რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
წერილში ნათქვამია, რომ საზოგადოება ითხოვს ბიძინა ივანიშვილისა და “ოცნების” წევრების დასანქცირებას, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას და ხელახალ არჩევნებს.