მამუკა მდინარაძე: უტიაშვილი იმ იდეის ავტორია, დარბევის შემდეგ 4 მიცვალებული სახურავზე რომ შემოაწყვეს

“შეგახსენებთ, უტიაშვილი იმ იდეის ავტორია დარბევის შემდეგ 4 მიცვალებული სახურავზე რომ შემოაწყვეს”, – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე კითხვას, რომელიც, ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილს ეხება, სადაც ჟურნალისტის თქმით, საუბარია ხელისუფლების დასჯაზე და, რომ ამ წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი შოთა უტიაშვილია.

მდინარაძის თქმით, ამ იდეოლოგიის მორალის ხალხია, ის ვინც საქართველოში თავის თავს ოპოზიციას ეძახის.

„ეს ხალხი აგზავნის დღეს „დანოსებს“ და თავისი ქვეყნის დასჯას ითხოვს ბრიუსელისგან.

ამ იდეოლოგიის მორალის ხალხია, ის ვინც საქართველოში თავის თავს ეძახის ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის წარმომადგენლებს“, – დასძინა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები