დავით ქართველიშვილი: აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა უსამართლო და ტრადიციულად დაუსაბუთებელი დასანქცირება – უსამართლობის პიკს წარმოადგენს
„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აფასებს აშშ-ის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების გადაწყვეტილებას და მას „უსამართლობის” პიკს” უწოდებს. ექსპერტისათვის ძალაუფლების გადამეტების საბაბით მსგავსი გადაწყვეტილების მიღება განსაკუთრებით მიუღებელია მაშინ, როცა თავად შტატებმა 2020 წელს აქციების დროს, ათასობით ადამიანი დააკავა და ათეულობით პირის ლიკვიდაცია მოახდინა.
„წარმოუდგენელია 1945 წელს საერთაშორისო ტრიბუნალის დროს ნიურნბერგში, ამერიკულ მხარეს მოეთხოვა გერინგის თუ რიბენტროპის „პოლიტპატიმრებად” შერაცხვა და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნის დაყენება. მაგრამ ქართველი ლიბერალ-ფაშისტების დაცვა და ლობირება ერთადერთზე მიუთითებს – დღეს სწორედ აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია და მისი მმართველი, “გლობალური ომის პარტიაა” მათი შემქმნელ-წამქეზებლები.
არანაირი აზრი არა აქვს მათ უტყუარი დოკუმენტური მტკიცებულებები წარუდგინო რომან შამათავაზე, მეგის ქარდავაზე, კოხტა კოდუაზე, ალექსანდრე “ქილერა” მუხაძე. არანაირი აზრი არა აქვს მათი მბრძანებლების: სააკაშვილის, მერაბიშვილის თუ ახალაიას კრიმინალურ წარსულზე მითითებას. ბრმა, ყრუ, უსამართლო ძალა იმჩნევს მხოლოდ იმას, რაც მის ინტერესებში შედის. მით უმეტეს, საკუთარ პირმშოთა მიმართ, ობიექტურობის მოლოდინიც ფუჭია.
ამ ყველაფრის ფონზე, აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა უსამართლო და ტრადიციულად დაუსაბუთებელი დასანქცირება – უსამართლობის პიკს წარმოადგენს. ამას გვიბედავს ქვეყანა, რომელმაც 2020 წელს BLM-ის აქციების დროს მოახდინა 19 ათასი ადამიანის დაკავება, ათობით ადამიანის მოკვლა და ასობით დასახიჩრება. ხოლო წლევანდელი პრო-პალესტინური სტუდენტური პროტესტები უსასტიკესად ჩაახშო.
როდესაც ქვეყნის ხელისუფლება საუბრობს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვაზე, საუბარი მიდის სიცრუის – სიმართლით, უსამართლობის – სამართლიანობით, მონობის – პარტნიორობით ჩანაცვლებაზე. სხვანაირად არაფერი არ გამოვა…” – წერს დავით ქართველიშვილი.