ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია ნერვიულობს იმაზე, რომ უცხოელმა უფროსებმა მათზე ხელი არ ჩაიქნიონ

“ოპოზიცია ნერვიულობს იმაზე, რომ უცხოელმა უფროსებმა მათზე ხელი არ ჩაიქნიონ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტების უცხოელი ბოსები იმაში დარწმუნდნენ, რომ ამ ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია.

„სპეკულირებენ, თითქოსდა ბატონი მაკრონი ამ ზარით ითხოვდა დაპატიმრებული დემონსტრანტების გამოშვებას და ა.შ. კი, რა თქმა უნდა ამ თემებზეც იყო საუბარი, მაგრამ მე არ მგონია, რომ 1 საათის განმავლობაში ათ წუთზე მეტი დასთმობოდა ამ თემას, შესაბამისად, ოპოზიცია დაახლოებით იაზრებს დანარჩენი 50 წუთი რას დაეთმო. მათი უცხოელი ბოსები იმაში დარწმუნდნენ, რომ ამ ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, შესაბამისად ოპოზიცია ნერვიულობს იმაზე, რომ მათმა უცხოელმა უფროსებმა მათზე ხელი არ ჩაიქნიონ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები