ოკუპირებულ აფხაზეთში, რთული ენერგეტიკული მდგომარეობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკულ სექტორში არსებული მძიმე ვითარების გამო დროებით სასწავლო პროცესი შეჩერდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში სასწავლო პროცესი 11-დან 17 დეკემბრის ჩათვლით შეჩერდება.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ინალ გაბლიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღება სკოლებისა და საბავშვო ბაღების გათბობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით მდგომარეობა შესაძლოა, გაუარესდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები