„ოქროს ხელები“— იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი საოჯახო სახელოსნო
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მდებარე კერძო სახელოსნო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. სწორედ აქ აღადგინა, უძველესი ტექნოლოგიების გამოყენებით, კერამიკული ნაწარმის წარმოება კუვდისების ოჯახმა. მათმა შრომისმოყვარეობამ სპეციალისტებზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ადგილობრივი ნამუშევრები ახლა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სიაშია შეტანილი.
ლესბოსში კერამიკის სახელოსნოს დამაარსებელი 70 წლის ნიკოს კუვდისია. მთელი ოჯახი მხარს უჭერს მას საყვარელ საქმიანობაში, თანაც — არამხოლოდ სიტყვებით. კუვდისის ოჯახმა კერამიკული ნაწარმის შექმნის უძველესი ტექნოლოგიების აღორძინება მოახერხა. სამუშაო პროცესი ბევრად უფრო რთული და ნელია, ვიდრე თანამედროვე, თუმცა საბოლოო შედეგი სრულად შეესაბამება ორიგინალურ ანტიკურ ნიმუშებს. ყველა პროდუქტი შედგება ხმელთაშუა ზღვის თიხისგან, რომელიც დღეს ძალიან იშვიათია. ნამუშევრები იწვება ტრადიციულ ღუმელში, ამის შემდეგ კი, პროდუქცია ხელით იხატება და ფორმდება.
თანამედროვე მექანიზებულ პრესას შეუძლია სამუშაოს შესრულება 10-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ხელით არის შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი პროდუქციის რაოდენობა უკვე საკმაოდ გაიზარდა.