ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ნოემბერში 1 223 ბენეფიციარს 308 529 ლარის დახმარება გაეწია
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ნოემბრის თვეში 1 223 ბენეფიციარს 308 529 ლარის დახმარება გაეწია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,
226 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 169 912 ლარი გამოიყო.
“117 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 21 315 ლარით დაფინანსდა;
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 34 პაციენტი 25 862 ლარით დაფინანსდა;
109 მრავალშვილიანი ოჯახი 26 350 ლარით დაფინანსდა;
313 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 11 700 ლარით დაფინანსდა;
100 წელს გადაცილებულ 2 მოქალაქეს 200-200 ლარი ჩაერიცხა;
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა”, – წერია ინფორმაციაში.