“საქართველოში არის “ნაცმაიდანის” მცდელობა, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს” – გიორგი ჩაკვეტაძე
“საქართველოში არის “ნაცმაიდანის” მცდელობა, რომელიც ემსახურება მათ მთავარ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი უწყებები ამ პროცესების მართვას წარმატებით ახერხებენ.
„მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველა ის სტრუქტურა, რომელიც ჩართულია ამ პროცესების მართვაში და კოორდინაციაში, ასევე წარმატებულად გააგრძელებს საქმიანობას“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.