“სამძიმარი ქალბატონის ოჯახს, რომელიც ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ავარიაში გარდაიცვალა” – მდინარაძე

“სამძიმარი ქალბატონის ოჯახს, რომელიც ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ავარიაში გარდაიცვალა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ  პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თქვენ წარმოიდგინეთ, ის ადამიანი, შვილი, რომელიც, აქციაზეც იმყოფებოდა, რომ არ აღმოჩენილიყო ისეთი ადამიანი, რომელმაც არ იკადრა რაღაცები, რაც იკადრეს აქციის ორგანიზატორებმა, რა მოცემულობა შეიძლებოდა მიგვეღო. დილიდან დაიწყეს პოსტების დადება, ტრაგედიით სარგებლობა. ერთი სული აქვთ მსხვერპლი როდის იქნება და აი, მტკიცებულება. უხარიათ მსხვერპლი. პოსტი გამოუქვეყნებია შვილს, რომელმაც არ იკადრა, რომ დედამისის თავს დამტყდარი ეს უკიდურესი, უდიდესი ტრაგედია და უბედურება ვინმეს გამოეყენებინა პოლიტიკური მიზნებისათვის. არ იკადრა უბრალოდ შვილმა, თორემ სხვა შემთხვევაში უკვე ნახევრად რეალიზებული იქნებოდა, მსხვერპლს რომ ითხოვდნენ, ეს ამბავი.

არ გაჩერებულან დილიდან, შვილის ამ პოსტამდე არ გაჩერებულან. ისედაც ხომ ძალიან ცუდია ამბავია, დრამატული ამბავია, რომ ადამიანი ავარიაში დაიღუპა. ამის კიდევ უფრო დრამატიზება მიდიოდა, რომ აქციაზე შვილი სცემეს. არავის ვუცემივარო, ნუ იტყუებითო, შერცხვა იმ ადამიანს სხვისი ტყუილის გამო. არ იკადრა, არ თქვა ტყუილი და თქვა, რომ ეს იყო ტრაგედია და ამას ნუ გამოიყენებთო. უბრალოდ, ამან შეაჩერა, თორემ ყველაფრის მკადრებლები არიან რეალურად“, – აღნიშნა  მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები