თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს და შესაბამისად, შეწყვეტილია საავტომობილო მოძრაობა. მსვლელობაში მონაწილეობენ სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეებს ხელში საქართველოს დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერი უჭირავთ.

მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ცნობისთვის, თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები უკვე მეათე დღეა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები