ნინო წილოსანი კეზერაშვილზე: პოლიტიკაში ის ცნობილია, როგორც „ნაცმოძრაობის“ ჩრდილოვანი დამფინანსებელი

„ამ ადამიანის ზოგადად პოლიტიკაში არსებობა და მისი მონაწილეობა, ერთის მხრივ, ვიცით და ცნობილია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი დამფინანსებელი”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახლის ჩხრეკის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

“მათ შორის, დიმა ჩიქოვანი, რომელიც ასე ვთქვათ უკვე პოლიტსაბჭოს კონიუნქტურაშიც ჰყავს ჩასმული „ნაციონალურ მოძრაობას“. სწორედაც რომ ამ ძალადობრივი პოლიტიკური ძალის, ასე ვთქვათ, ორგანიზატორი არის ისევე, როგორც დამფინანსებელი და ის კავშირი, რომელიც აქციების ძალადობრივ ხასიათსა და ამ ბინებიდან ამოღებულ, თუ ოფისებიდან ამოღებულ მასალებს შორის ნათელი არის, რა თქმა უნდა, ასევე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები