მოგზაურობა უადი-რუმის უდაბნოში

2019 წლის თებერვლის დასაწყისში პატრიკ ბიგანსკი და მისი მეგობარი კაროლ ნინარტოვიჩი იორდანიაში ჩავიდნენ. მათ სურდათ, მოეწყოთ უჩვეულო ფოტომოგზაურობა და უადი-რუმის უდაბნოში 5 დღე გაეტარებინათ. მათ წაიღეს კარვები, წყალი, საკვები და ზურგჩანთები.

მოგზაურობისას მეგობრებმა ზურგზე მოკიდებული 30-კილოიანი ტვირთით 60 კილომეტრზე მეტი გაიარეს და უაიდი-რუმის ყველაზე ლამაზ ადგილებს ეწვივნენ.


უადი-რუმი – ცნობილი როგორც მთვარის ხეობა – ქვიშაქვისა და გრანიტის კლდეებში ამოკვეთილი ხეობაა სამხრეთ იორდანიაში, ქალაქ აკაბიდან 60 კმ-ით აღმოსავლეთით. სიტყვა რუმი არამეული წარმომავლობისაა და ნიშნავს მაღალს, აზიდულს. მისი უმაღლესი წერტილია უმ-დამის მთა, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 1 800 მეტრია.

პრეისტორიული ხანიდან უადი-რუმი ადამიანთა მრავალი კულტურით იყო დასახლებული, მათ შორის იყვნენ ნაბატეველები, რომლებმაც თავიანთი კვალი კლდის მხატვრობასა და ტაძრებში დატოვეს. 2007 წლისთვის რუმსა და მის შემოგარენში ბედუინთა რამდენიმე ტომი სახლობდა.

დასავლეთში უადი-რუმი უკეთაა ცნობილი მისი კავშირით ბრიტანელ ოფიცერთან — თომას ედვარდ ლოურენსთან, რომელიც აქ ოპერაციებს უძღვებოდა 1917–18 წლებში არაბული ამბოხისას. 1980-იან წლებში, უადი-რუმის ერთ-ერთი კლდის ფორმაციას „სიბრძნის შვიდი სვეტი უწოდეს“, ლუორენსის წიგნის სამახსოვროდ.

2011 წელს, უადი-რუმი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები