“რომ ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს, რად გვინდა რიგგარეშე არჩევნები, აგერ მორიგი არჩევნები მოდის, არაფრით ნაკლები” – ვოლსკი
“ერთ წელიწადში საქართველოში არჩევნები ტარდება, რჩება შთაბეჭდილება, რომ არ აქვთ წარმატების განცდა იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც დღეს ხალხი გამოჰყავს ქუჩაში”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ერთ წელიწადში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს იქნება იმხელა ინდიკატორი, რომ საერთოდ წერტილს დასვამს ერთხელ და სამუდამოდ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის საქართველოში ღირსეული მმართველი.
რომ ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს, რად გვინდა რიგგარეშე არჩევნები, აგერ მორიგი არჩევნები მოდის, არაფრით ნაკლები“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.