თურქეთის სასამართლომ ერდოღანის გამოსვლის ჩაშლის გამო აქციის მონაწილეები დააპატიმრა

ცხრა დემონსტრანტს, რომლებმაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს გამოსვლა შეაწყვეტინეს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

Reuters-ის ინფორმაციით, ინციდენტი სტამბოლში, ფორუმზე მოხდა, სადაც დემონსტრანტები საჯარო ემბარგოს მიუხედავად, მთავრობას ისრაელში ნავთობის ექსპორტის გაგრძელებაში ადანაშაულებდნენ. ისინი სკანდირებდნენ ლოზუნგებს “შეწყვიტეთ გენოციდის მხარდაჭერა“.

დემონსტრანტების მიმართ ერდოღანის რეპლიკის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეები ღონისძიებიდან გაიყვანა და მათ ბრალი ოფიციალურად წაუყენა. დაკავებულებს პრეზიდენტის შეურაცხყოფასა და უკანონო დემონსტრაციაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.

დაკავებებს ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მთავარმა ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიის (CHP) ლიდერმა ოზგურ ოზელმა დაკავებები დაგმო.

„9 ახალგაზრდის დაკავების გადაწყვეტილება, რომლებმაც თავისუფალი პროტესტი გამოხატეს, ადასტურებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც ჩავარდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატია“, – თქვა ოზელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები