ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტმა” რუსეთთან შეთანხმების რატიფიცირებას ხმა არ მისცა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტმა” დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსული იურიდიული პირების საინვესტიციო საქმიანობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი არ დაუჭირა.

შეგახსენებთ, შეთანხმებას 30 ოქტომბერს მოსკოვში ხელი მოაწერეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა და რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა. 15 ნოემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის “პარლამენტში” ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამ შეთანხმების მოწინააღმდეგე “ოპოზიციამ” საპროტესტო აქციები მოაწყო. შედეგად, გადადგნენ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები