აქციის მონაწილეების ნაწილმა ორბელიანის მოედანზე გადაინაცვლა
აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ორბელიანის მოედნისკენ გადაინაცვლა.
ამ წუთებში, სპეცრაზმი თავისუფლების მოედანზეა განლაგებული.
მომიტინგეებსა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს შორის სიტუაცია პერიოდულად იძაბება.
აქციის მონაწილეები მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრიან, ხოლო სპეცრაზმი კვლავ ცრემლსადენი აირის კაფსულებსა და წყლის ჭავლს იყენებს.
ამასთან, მომიტინგეების ნაწილი ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ იმყოფება, ხოლო ნაწილმა გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლა.