ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები გადაკეტეს

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები გადაკეტეს. ისმის შეძახილები “გამოდი”.

აქციის მონაწილეების თქმით, ყველა თაობა ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს დედაქალაქშიც. მოქალაქეები, თბილისში პარლამენტთან არიან შეკრებილები.

თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებაა. ადგილზეა წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც.

შეგახსენებთ, გუშინ, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები