ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი ამერიკულ კომპანიებში ასობით მილიარდ დოლარს დებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი ამერიკულ კომპანიებში ასობით მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს.

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისა და აშშ-ის მსხვილი კომპანიების აღმასრულებლების დიდ დელეგაციასთან შეხვედრის კომენტირებისას, ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები იქ გარიგებების დასადებად და აშშ-ში სამუშაო ადგილების დასაბრუნებლად ჩავიდნენ.

ტრამპი ჩინეთს 13-დან 15 მაისამდე სტუმრობს. აშშ-სა და ჩინეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი დღეს არის დაგეგმილი. აშშ-ის პრეზიდენტს თან ახლავს 16 მსხვილი ამერიკული კომპანიის ლიდერი, მათ შორის Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი, Boeing-ის პრეზიდენტი კელი ორტბერგი, Goldman Sachs-ის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ სოლომონი და Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი იენსენ ჰუანგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები