“ბიზნესს აქვს უფლება, იმუშაოს მოგებაზე, მაგრამ ეს უნდა იყოს დაბალანსებული და სამართლიანი; ბიზნესსექტორიც კი თვითკრიტიკულად გამოიყურება, როდესაც ხაზგასმით ამბობს, რომ არსებობს ჭარბი ფასნამატი” – მიხეილ სარჯველაძე
“იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც ვრცელდება რეფერენტული ფასები, ასეთი დისონანსები, პარადოქსული შეუსაბამობები საბედნიეროდ არ გვაქვს, მაგრამ მოგეხსნებათ, ეს მხოლოდ 7 000 მედიკამენტზე ვრცელდება”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.
როგორც მინისტრმა განმარტა, ცალკეულ მედიკამენტებზე ზღვრული ფასის დაწესება არ შეიძლება, წნეხს ზრდიდეს სხვა მედიკამენტებზე, რაც უარყოფითად აისახება სხვა მედიკამენტების მომხმარებლების ფინანსურ შესაძლებლობებზე.
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით ამ ყველაფერს. გვაქვს გარკვეული მონაცემები, ანალიტიკა ამ მიმართულებით ყოველთვის ხორციელდება.
ბიზნესს აქვს უფლება, იმუშაოს მოგებაზე, მაგრამ ეს უნდა იყოს დაბალანსებული და სამართლიანი. ბიზნესსექტორიც კი თვითკრიტიკულად გამოიყურება, როდესაც ხაზგასმით ამბობს, რომ არსებობს ჭარბი ფასნამატი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.