ჯონ ლაფლენდი: საქართველო არის მცირე ზომის ქვეყანა და მისი გეოპოლიტიკური პოზიცია გამოწვევებითაა აღსავსე; მიმაჩნია, რომ ნეიტრალიტეტი კარგი ვარიანტია – ნეიტრალიტეტი და მრავალმხრივი კავშირები

“2008 წელს დაიწყო ეს პროცესები სწორედ. 2008 წელს კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, უკრაინა და საქართველო ნატოში ოფიციალურად მიიწვიეს, ასევე, 2008 წელს დაარსდა აღმოსავლეთ პარტნიორობა და 2008 წელსვე იყო რუსეთ-საქართველოს ომი”, – ამის შესახებ გადაცემაში „თბილისის დროით“ დემოკრატიისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის კვლევითი პროგრამების დირექტორმა, ფილოსოფიის დოქტორმა ჯონ ლაფლენდმა ისაუბრა, რითაც უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, “როგორ უნდა მოიქცეს საქართველო, რომ შეინარჩუნოს საკუთარი უსაფრთხოება, არ გამოაყენებინოს თავი რომელიმე მხარეს და არ გადაიქცეს საომარ პლაცდარმად”.

„ვახსენე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადისლავ სიკორსკი, სწორედ ის გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შემქმნელი, ახლა კი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე პრემიერია. თქვენ მკითხეთ, თუ რა გზას უნდა დაადგეს საქართველო? საქართველო არის მცირე ზომის ქვეყანა და მისი გეოპოლიტიკური პოზიცია გამოწვევებითაა აღსავსე. მიმაჩნია, რომ ნეიტრალიტეტი კარგი ვარიანტია – ნეიტრალიტეტი და მრავალმხრივი კავშირები. სხვა ქვეყნებიც ცდილობენ იმავეს და არ ვგულისხმობ მხოლოდ ბრიქსს, ვგულისხმობ უნგრეთს, ასევე მცირე ზომის სახელმწიფოს“, – აღნიშნა ჯონ ლაფლენდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები