ტრამპი: ნატო-დან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა, ვუთხარი, რომ თავი შორს დაეჭირათ, როცა საჭიროები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვებივით უსარგებლოები იყვნენ
ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული სიტუაცია დასრულდა, ნატო-დან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ვუთხარი, რომ თავი შორს დაეჭირათ, იმ შემთხვევაში თუ გემების ნავთობით დატვირთვა არ სურდათ. როცა საჭიროები იყვნენ, უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვებივით!“ – წერს ტრამპი.