დავით ქართველიშვილი – იაგო ხვიჩიაზე: დებატებზე რაიმე საკითხის წამოჭრის სურვილის წინ, ოპონენტებთან უფრო მომზადებული უნდა მოდიოდე ხოლმე, ან საერთოდ არ მოდიოდე
„გუშინ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში, იაგო ხვიჩიამ უცხოეთიდან რუსული არასამთავრობო სექტორის მისამართით შემოსული თანხების მიმართ სახელისუფლებო ინტერესის იგნორირების თაობაზე ისაუბრა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, როცა პირს სურვილი აქვს დებატებზე რაიმე საკითხი წამოჭრას, ოპონენტებთან მომზადებული უნდა მივიდეს, ან საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა.
„გუშინ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში, იაგო ხვიჩიამ უცხოეთიდან რუსული არასამთავრობო სექტორის მისამართით შემოსული თანხების მიმართ სახელისუფლებო ინტერესის იგნორირების თაობაზე ისაუბრა. როგორც „გამჭვირვალობის კანონის“ ერთ-ერთმა თანაავტორმა, ვიცოდი რა ამ თემის ირგვლივ სპეკულირების აგორების თაობაზე – ორი წლის წინ, „რუსული პარანოიას“ ყველაზე ცხელ დღეებში, ვრცლად ვისაუბრე ამ საფრთხეებზე, რაც მაშინ ყველა ცენტრალურმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. დებატებზე რაიმე საკითხის წამოჭრის სურვილის წინ, ოპონენტებთან უფრო მომზადებული უნდა მოდიოდე ხოლმე, ან საერთოდ არ მოდიოდე. მე კი დაინტერესებულ მკითხველს კვლავ შევახსენებ წამოჭრილ თემაზე ორი წლის წინ დაწერილ ინფორმაციას, სწორედ რომ რუსეთიდან შემოსული თანხების სახელისუფლებო კონტროლის ქვეშ აყვანის აუცილებლობის ჭრილში…“, – წერს დავით ქართველიშვილი.