ავთანდილ კუნჭულია: ოპოზიციის მთავარი მიზანი არის ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია

ოპოზიციის მთავარი მიზანი არის ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია, გადატვირთონ თბილისის ქუჩები,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსმა ავთანდილ კუნჭულიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 50-დან 100 კაცამდე ამის გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია.

„მათ მიიღეს მხარდაჭერა, საპარლამენტო მანდატები, თუმცა პარლამენტში შესვლის ნაცვლად, კარვებში შედიან და ამით შეურაცხყოფას აყენებენ პირველ რიგში საკუთარ ამომრჩევლებს. ოპოზიციის მთავარი მიზანი არის ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია, გადატვირთონ თბილისის ქუჩები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ 50-დან 100 კაცამდე ამის გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია. ნებისმიერ ქმედებას, რომელიც კანონის ჩარჩოში ვერ მოექცევა, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება შესაბამისი უწყების მიერ“, – განაცხადა კუნჭულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები