გიორგი შარაბიძე: შევხედავთ საერთაშორისო ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციების საბოლოო დასკვნებს და ცხადია, გვექნება შესაბამისი რეაგირება იქ, სადაც ასეთი რეაგირება აღმოჩნდება, რომ არის საჭირო ან შესაძლებელი

“შევხედავთ ჩვენ საერთაშორისო ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციების საბოლოო დასკვნებს და ცხადია, გვექნება შესაბამისი რეაგირება იქ, სადაც ასეთი რეაგირება აღმოჩნდება, რომ არის საჭირო ან შესაძლებელი”, – ასე უპასუხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ კითხვას, თუ ელოდებიან რაიმე შენიშვნებს ან ხარვეზების შესახებ მოსაზრებებს ეუთო/ოდირიდან.

მისივე თქმით, როგორი იქნება საბოლოო დასკვნა, ეს ცნობილი არ არის.

„რა თქმა უნდა, მათ შორის, ეუთო/ოდირის მისიასთან. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ამათუიმ საკითხთან დაკავშირებით. როგორი იქნება საბოლოო დასკვნა, ცხადია, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის და ვერც იქნება. შესაბამისი ინსტიტუციები ამასთან დაკავშირებით მუშაობენ. როდესაც ნეიტრალურ დაკვირვებასთან გვაქვს საქმე, არ არსებობს დედამიწაზე ადმინისტრირებადი არჩევნები, სადაც არ იყოს საშუალება, რომ შემდგომში პროცედურები ან პროცესები კიდევ უფრო დაიხვეწოს. ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ ჩვენ გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის მთელი ათწლეულები, ეუთო/ოდირის მისიაზე თუ არის საუბარი და მათი რეკომენდაციების უმრავლესობა სრულდება, ის, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციაშია. ასე, რომ ამ მხრივ, ჩვენი სამუშაო პროცესი და ურთიერთობები არა თუ არ შემცირებულა, პირიქით, უფრო ინტენსიური გახდება. შევხედავთ ჩვენ საერთაშორისო ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციების საბოლოო დასკვნებს და ცხადია, გვექნება შესაბამისი რეაგირება იქ, სადაც ასეთი რეაგირება აღმოჩნდება, რომ არის საჭირო ან შესაძლებელი. ამიტომაც, აქ მთავარია ახლა დაველოდოთ შესაბამისი ორგანიზაციების დასკვნებს, შემდგომ შევხედოთ ამ დასკვნებს, რეკომენდაციებს და ყველა ჩართულმა მხარემ ვნახოთ ძალა იმისთვის, რომ შემდგომ ეს რეკომენდაციები, თუკი ამის შესრულება შესაძლებელი იქნება, შევასრულოთ“, – აღნიშნა შარაბიძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები